|
ახალი ფაილები
Gero---Gangeba.mp3
kavkaz.mp4
[bollywo...u]Долг.avi
Shine-2n...ix-LC.aiff
Glee-s01e04.avi 
Glee-s01e03.avi 
default.htm 
Alvin-an...an.su).rar
koka.jpg
IMG-2620.jpg
pixar.rar
შიგნითა-...იზაცია.avi
chachrilebi.mpg 
apendektomia.AVI
DSC01273.JPG
DSC01273.JPG
DJ-wamod...us.Ge).mp3 
Genataleeee.jpg
default.htm
default.htm
|
|
ვერსია: 20090504
შინაარსი
1. გადმოწერა
ფაილების გადმოწერა შესაძლებელია გადმოწერის ერთჯერადი კოდებით ან ბალანსის გამოყენებით.
1.1. გადმოწერის კოდი
გადმოწერის კოდი ერთჯერადი კოდია, რომელიც გამოიყენება ერთი ფაილის გადმოსაწერად. გადმოწერის კოდით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენ არ ხართ რეგისტრირებული და შესული სისტემაში, ან თქვენი ბალანსი ცარიელია.
გადმოწერის კოდის მიღება შესაძლებელია SMS-ით ან სატელეფონო ზარით.
1.1.1. გადმოწერის კოდის SMS-ით მიღების ინსტრუქცია
- თქვენი მობილური ტელეფონის მენიუდან აირჩიეთ ახალი მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS-ის) გაგზავნა.
- აკრიფეთ ტექსტი kodi და გააგზავნეთ ნომერზე 4711.
- შეტყობინების გაგზავნიდან რამოდენიმე წამში ჩვენი სისტემა გამოგიგზავნით საპასუხო შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება გადმოწერის კოდი.
- შეიყვანეთ მიღებული კოდი გადმოწერის გვერდზე და დაიწყეთ გადმოწერა.
გადმოწერის ერთი კოდით შესაძლებელია ნებისმიერი ერთი ფაილის გადმოწერა.
კოდი აქტიურია 15 წუთის განმავლობაში ან გამოყენებამდე.
შეტყობინების გაგზავნის ღირებულება ნომერზე 4711 შეადგენს 15 თეთრს.
1.1.2. გადმოწერის კოდის სატელეფონო ზარით მიღების ინსტრუქცია
- დარეკეთ ნომერზე 47-11-22 (მობილურიდან ან რეგიონიდან 822 47-11-22)
- ჩვენი სატელეფონო სისტემა გიპასუხებთ და დაიწყებს ხმოვანი ინსტრუქციების მოწოდებას.
- რამოდენიმე წამში სისტემა დააგენერირებს და მოგაწვდით გადმოწერის კოდს. დაიმახსოვრეთ ან ჩაინიშნეთ კოდი.
- შეიყვანეთ მიღებული კოდი გადმოწერის გვერდზე და დაიწყეთ გადმოწერა.
გადმოწერის ერთი კოდით შესაძლებელია ნებისმიერი ერთი ფაილის გადმოწერა.
კოდი აქტიურია 10 წუთის განმავლობაში ან გამოყენებამდე.
ნომერი 47-11-22 აბსოლუტურად ჩვეულებრივი, თბილისის სატელეფონო ნომერია, ამიტომ არავითარი დამატებითი გადასახადი ამ ნომერზე დარეკვისას არ გერიცხებათ. მოქმედებს მხოლოდ თქვენი სატელეფონო კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტული წუთობრივი ტარიფი თბილისის ნომერზე განხორციელებული ზარისთვის.
სტანდარტული წუთობრივი ტარიფი თბილისის სატელეფონო ნომრებზე განხორციელებულ ზარებზე, ახალი ქსელების თბილისის აბონენტებისთვის შეადგენს 4 თეთრს, გაერთიანებული ტელეკომის თბილისის და რეგიონის აბონენტებისთვის - 6 თეთრს, მობილური ოპერატორების აბონეტებისთვის - 28.8 თეთრს. ზუსტი ტარიფების დასადგენად და/ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წუთობრივი ტარიფების შესახებ თბილისის მიმართულებით, მათ შორის 47-11-22-ზე განხორციელებულ ზარებზე, გთხოვთ მიმართოთ თქვენი სატელეფონო კომპანიის საინფორმაციო სამსახურს.
1.2. ბალანსი
ბალანსი მოიცავს უნივერსალურ და სტანდარტულ ანგარიშებს, რომლებიც გამოიყენება ფაილების გადმოსაწერად. ამ ანგარიშების ერთეულია ლოადი. ბალანსის გამოყენება გადმოწერებისთვის გაცილებით კომფორტულია გადმოწერის კოდებისგან განსხვავებით, რადგან ამ შემთხვევაში არ არის საჭირო გადმოწერის კოდების მოთხოვნა, მიღება და გადმოწერის გვერდზე შეყვანა ყოველი ახალი გადმოწერისთვის. ანგარიშზე ლოადების არსებობის შემთხვევაში გადმოწერის დაწყება შესაძლებელია მომენტალურად, ერთი კლიკით. მომხმარებელი წინასწარ ავსებს ბალანსზე არსებულ უნივერსალურ ან სტანდარტულ ანგარიშებს და ავტომატურად იყენებს მათ ფაილების გადმოსაწერად ნებისმიერ დროს.
დაივიწყეთ გადმოწერის ერთჯერადი კოდები! შეავსეთ თქვენი ბალანსი პერიოდულად, მიიღეთ თითოული გადმოწერა 57%-მდე ფასდაკლებით და დაიწყეთ ფაილების გადმოწერა მომენტალურად, ერთი კლიკით!
ანგარიშების შევსება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, SMS-ით ან სატელეფონო ზარით. ანგარიშზე დამატებული ლოადები გადმოწერის კოდებისგან განსხვავებით უვადოა.
ULOAD.GE გირჩევთ პერიოდულად შეავსოთ თქვენი ანგარიში რამდენიმე ლოადით და ამით თავიდან აიცილოთ ყოველი გადმოწერისთვის ახალ-ახალი ერთჯერადი კოდების მიღების საჭიროება რათა ყოველთვის შესძლოთ გადმოწერის მომენტალურად, ერთი კლიკით დაწყება.
გადმოწერა ბალანსის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული და ავტორიზებული მომხმარებლებისთვის.
1.2.1. უნივერსალური ანგარიშის შევსების ინსტრუქცია
უნივერსალური ანგარიშის შევსება შესაძლებელია SMS-ით.
- თქვენი მობილური ტელეფონის მენიუდან აირჩიეთ ახალი მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS-ის) გაგზავნა.
- აკრიფეთ ტექსტი bal გამოტოვეთ ადგილი და აკრიფეთ ანგარიშის ნომერი, რომლის შევსებაც გსურთ. მაგალითად: bal 001
ანგარიშის ნომერი მოთავსებულია ბალანსის გვერდზე, უნივერსალური ანგარიშის ზოლში. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ როგორც თქვენი, ასევე სხვისი ანგარიში.
- იმის მიხედვით, თუ რამდენი ლოადით გსურთ თქვენი ანგარიშის შევსება, გააგზავნეთ შეტყობინება შესაბამის ნომერზე მოცემული ცხრილიდან:
| SMS ნომერი |
ლოადების რ-ბა |
SMS-ის ღ-ბა |
ფასდაკლება |
1 ლოადის ღ-ბა |
| 4711 |
1 |
15 თეთრი |
0% |
15 თეთრი |
| 4712 |
10 |
1 ლარი |
33% |
10 თეთრი |
| 4713 |
25 |
2 ლარი |
47% |
8 თეთრი |
| 4714 |
77 |
5 ლარი |
57% |
6.5 თეთრი |
მაგალითად: თუ თქვენი ანგარიშის ნომერია 001 და გსურთ თქვენს ბალანსზე დაიმატოთ 25 ლოადი, ამისათვის აკრიფეთ ტექსტი bal 001 და გააგზავნეთ ნომერზე 4713. რამოდენიმე წამში თქვენი ანგარიში შეივსება 25 ლოადით, თქვენი მობილურის ანგარიშიდან კი ჩამოიჭრება 25 ლოადის ღირებულება - 2 ლარი.
- შეტყობინების გაგზავნიდან რამოდენიმე წამში ჩვენი სისტემა დაგიდასტურებთ ანგარიშის შევსებას საპასუხო შეტყობინებით. შესაბამის ანგარიშზე მომენტალურად აისახება დამატებული ლოადები.
1.2.2. სტანდარტული ანგარიშის შევსების ინსტრუქცია
სტანდარტული ანგარიშის შევსება შესაძლებელია სატელეფონო ზარით.
- დარეკეთ ნომერზე 47-11-22 (მობილურიდან ან რეგიონიდან 822 47-11-22)
იმ შემთხვევაში თუ თქვენი ტელეფონის აპარატი არ არის გადართული აკრეფის ტონალურ რეჟიმში, გადაიყვანეთ ტელეფონი ამ რეჟიმზე ღილაკ "*" ვარსკვლავზე დაჭერით ან ტელეფონის აპარატზე მოთავსებული გადამრთველის საშუალებით.
- მას შემდეგ, რაც ჩვენი სატელეფონო სისტემა გიპასუხებთ და დაიწყებს ხმოვანი ინსტრუქციების მოწოდებას, დააჭირეთ ტელეფონის აპარატზე ღილაკ 2-იანს. სისტემა მოგთხოვთ ანგარიშის ნომერის შეყვანას, რომელზეც გსურთ ლოადების დამატება.
თუ სისტემა ვერ აღიქვამს თქვენს მიერ აკრეფილ 2-იანს და არ გთხოვთ ანგარიშის ნომრის შეყვანას, გადაამოწმეთ გადართულია თუ არა ტელეფონის აპარატი აკრეფის ტონალურ რეჟიმში და სცადეთ თავიდან. თუ სისტემა კვლავინდებულად ვერ აღიქვამს ტონალურ სიგნალს, სცადეთ ანგარიშის შევსება სხვა ტელეფონის აპარატიდან.
- აკრიფეთ ანგარიშის ნომერი, რომლის შევსებაც გსურთ და დააჭირეთ ღილაკს "#" (დიეზი).
ანგარიშის ნომერი მოთავსებულია ბალანსის გვერდზე, სტანდარტული ანგარიშის ზოლში. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ როგორც თქვენი, ასევე სხვისი ანგარიში.
- სისტემა გიკარნახებთ ანგარიშის ნომერს, რომელიც შეიყვანეთ და გთხოვთ დადასტურებას. თუ ანგარიშის ნომერი სწორია, დაადასტურეთ 1-იანზე დაჭერით, სხვა შემთხვევაში დააჭირეთ 2-იანს და შეიყვანეთ ანგარიშის ნომერი თავიდან.
- ანგარიშის ნომრის დადასტურების შემდეგ, დაელოდეთ. რამოდენიმე წამში თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე დაემატება ერთი ლოადი. შესაბამის ანგარიშზე მომენტალურად აისახება დამატებული ლოადი.
- შემდეგი ლოადის დამატებისთვის იგივე ანგარიშზე, უბრალოდ დაელოდეთ. რამოდენიმე წამში თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე დაემატება კიდევ ერთი ლოადი. შესაბამის ანგარიშზე მომენტალურად აისახება დამატებული ლოადი. გაიმეორეთ ეს საფეხური იმდენჯერ, რამდენი ლოადის დამატებაც გსურთ.
ამ საფეხურზე ლოადების სხვა ანგარიშზე დამატებისთვის, დააჭირეთ 2-იანს და გაიმეორეთ პროცედურები მე-3 საფეხურიდან.
ნომერი 47-11-22 აბსოლუტურად ჩვეულებრივი, თბილისის სატელეფონო ნომერია, ამიტომ არავითარი დამატებითი გადასახადი ამ ნომერზე დარეკვისას არ გერიცხებათ. მოქმედებს მხოლოდ თქვენი სატელეფონო კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტული წუთობრივი ტარიფი თბილისის ნომერზე განხორციელებული ზარისთვის.
სტანდარტული წუთობრივი ტარიფი თბილისის სატელეფონო ნომრებზე განხორციელებულ ზარებზე, ახალი ქსელების თბილისის აბონენტებისთვის შეადგენს 4 თეთრს, გაერთიანებული ტელეკომის თბილისის და რეგიონის აბონენტებისთვის - 6 თეთრს, მობილური ოპერატორების აბონეტებისთვის - 28.8 თეთრს. ზუსტი ტარიფების დასადგენად და/ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წუთობრივი ტარიფების შესახებ თბილისის მიმართულებით, მათ შორის 47-11-22-ზე განხორციელებულ ზარებზე, გთხოვთ მიმართოთ თქვენი სატელეფონო კომპანიის საინფორმაციო სამსახურს.
2. ატვირთვა
ატვირთვის ინსტრუქცია
3. ბალანსი, ანგარიშები, ლოადები
რეგისტრირებულ მომხმარებლებს გააჩნიათ ბალანსი, რომელიც მოიცავს ერთ ან რამოდენიმე ანგარიშს მომხმარებლისა და სისტემის სტატუსის მიხედვით.
ბალანსი შესაძლოა მოიცავდეს სამ სხვადასხვა ანგარიშს:
- უნივერსალური ანგარიში
- სტანდარტული ანგარიში
- შემოსავლების ანგარიში
უნივერსალური და სტანდარტული ანგარიშები გამოიყენება ფაილების გადმოსაწერად. ამ ანგარიშების ერთეულია ლოადი.
ფაილის გადმოწერისას, მომხმარებლის ორივე ანგარიშზე ლოადების არსებობის შემთხვევაში, ლოადები გაიხარჯება უნივერსალური ანგარიშიდან.
შემოსავლების ანგარიში გამოიყენება ატვირთული ფაილების გადმოწერებიდან აკუმულირებული ქულებისთვის. ან ანგარიშის ერთეულია ქულა.
მომხმარებელი წინასწარ ავსებს უნივერსალურ ან/და სტანდარტულ ანგარიშებს ლოადებით და იყენებს ამ ერთეულებს ფაილების გადმოსაწერად ნებისმიერ დროს. ლოადების გამოყენება გადმოწერებისთვის გაცილებით კომფორტულია გადმოწერის გადმოწერის კოდებისგან განსხვავებით, რადგან ამ შემთხვევაში არ არის საჭირო გადმოწერის კოდების მოთხოვნა, მიღება და გადმოწერის გვერდზე შეყვანა ყოველი ახალი გადმოწერისთვის. ანგარიშზე ლოადების არსებობის შემთხვევაში გადმოწერის დაწყება შესაძლებელია მომენტალურად, ერთი კლიკით.
დაივიწყეთ გადმოწერის ერთჯერადი კოდები! შეავსეთ თქვენი ბალანსი პერიოდულად, მიიღეთ თითოული გადმოწერა 57%-მდე ფასდაკლებით და დაიწყეთ ფაილების გადმოწერა მომენტალურად, ერთი კლიკით!
ანგარიშების შევსება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, SMS-ით ან სატელეფონო ზარით. ანგარიშზე დამატებული ლოადები გადმოწერის კოდებისგან განსხვავებით უვადოა.
ULOAD.GE გირჩევთ პერიოდულად შეავსოთ თქვენი ანგარიში რამდენიმე ლოადით და ამით თავიდან აიცილოთ ყოველი გადმოწერისთვის ახალ-ახალი ერთჯერადი კოდების მიღების საჭიროება რათა ყოველთვის შესძლოთ გადმოწერის დაწყება მომენტალურად, ერთი კლიკით.
3.1. უნივერსალური ანგარიში
უნივერსალური ანგარიში გამოიყენება ფაილების გადმოსაწერად.
ამ ანგარიშის შევსება შესაძლებელია SMS-ით.
3.2. სტანდარტული ანგარიში
სტანდარტული ანგარიში გამოიყენება ფაილების გადმოსაწერად.
ამ ანგარიშის შევსება შესაძლებელია სატელეფონო ზარით.
3.2. შემოსავლების ანგარიში
შემოსავლების ანგარიში გამოიყენება ატვირთული ფაილების გადმოწერებიდან აკუმულირებული ქულებისთვის.
4. შემოსავლის მიღება
მომხმარებლებს, რომელებიც ტვირთავენ ფაილებს (ამტვირთავებს, აფლოადერებს) საშუალება აქვთ მიიღონ შემოსავალი მათ მიერ ატვირთული ფაილების გადმოწერებიდან.
შემოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, რომელთაც გააქტიურებული აქვთ შემოსავლის მიღება.
შემოსავალი გროვდება შემოსავლის ანგარიშზე ქულების სახით. შემოსავალი აკუმულირდება ყველა გადმოწერიდან.
სიახლე: ითვლება ყველა გადმოწერა!
გადმოწერები, რომლებიც განხორციელდა სატელეფონო ზარით მიღებული კოდით ან მომხმარებლის სტანდარტული ანგარიშიდან, არ ითვლება.
1 გადმოწერიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს:
- 1 ქულას, თუ გადმოწერა განხორციელდა SMS-ით მიღებული კოდით ან მომხმარებლის უნივერსალური ანგარიშის გამოყენებით;
- 0.5 ქულას, თუ გადმოწერა განხორციელდა სატელეფონო ზარით მიღებული კოდით ან მომხმარებლის სტანდარტული ანგარიშის გამოყენებით
აკუმულირებული ქულები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სტანდარტული ანგარიშის შესავსებად ან გადაირიცხოს მომხმარებლის eMoney ან საბანკო ანგარიშზე თანხის სახით.
4.1. შემოსავლის მიღების გააქტიურება
შემოსავლის მიღება და შესაბამისად მიღების გააქტიურება შეუძლია ყველა იმ პირს, რომელმაც მიაღწია 16 წელს, არის საქართველოს მოქალაქე და გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რომელიც ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსავლის მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი და სხვა მონაცემები კი გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. აქედან გამომდინარე, პორტალზე შემოსავლის მიღების გააქტიურებისთვის საჭიროა მოგვაწოდოთ თქვენს პირადობის მოწმობაში მითითებული მონაცემები და პირადობის მოწმობის დასკანერებული ვერსია, რათა დავრწმუნდეთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების სისწორეში და უტყუარი ინფორმაცია მივაწოდოთ შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლის მიღების გააქტიურება და მისი შემდომი მართვა (გამორთვა ან ჩართვა) ხორციელდება შემოსავლის პარამეტრებიდან.
4.2. ქულების სტანდარტულ ანგარიშზე გადატანა
შემოსავლების ანგარიშზე არსებული ქულები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სტანდარტული ანგარიშის შესავსებად.
ქულების კონვერტაციისას, ყოველი 3 ქულა 1 ლოადის ტოლფასია.
4.3. ქულების გადარიცხვა (განაღდება)
შემოსავლების ანგარიშზე ქულების გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს საბანკო ან eMoney ანგარიშზე ქულების ექვივალენტური თანხა.
- ქულების თანხის სახით გადარიცხვისთვის საკმარისი ქულების მინიმალური რაოდენობაა 1000.
- გადარიცხვა ხორციელდება მომხმარებლის საბანკო ან eMoney-ს ანგარიშზე.
- გადარიცხვის მოთხოვნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს შემოსავლების ანგარიშზე განაღდებისთვის საკმარისი ქულების არსებობის შემთხვევაში.
- გადარიცხვები განხორციელდება მიმდინარე (გადარიცხვის მოთხოვნის) თვის ბოლო ან შემდეგი თვის პირველ რიცხვებში.
ქულების გადარიცხვისას, ერთეულის ღირებულება განისაზღვრება მოცემული ცხრილის თანახმად:
| გადასარიცხი ქულების რ-ბა |
ერთი ქულის ღ-ბა |
| 2000-მდე |
1 თეთრი |
| 2001-დან 5000-მდე |
1.1 თეთრი |
| 5001 და მეტი |
1.2 თეთრი |
მაგალითი:
მომხმარებლმა ატვირთა ფაილები. რაღაც პერიოდის განმავლობაში, ეს ფაილები ჯამურად გადმოწერეს 7213-ჯერ. აქედან SMS-ით მიღებული კოდის ან უნივერსალური ანგარიშის გამოყენებით 5917-ჯერ, სატელეფონო ზარით ან უნივერსალური ანგარიშის გამოყენებით კი 1296-ჯერ. შესაბამისად, მომხმარებელმა დააგროვა 5917 + 648 = 6565 ქულა. ქულების გადარიცხვისას მომხმარებლის შემოსავალი გამოითვლება შემდეგნაირად: 6565*0.012 = 78.78 ლარი.
თანხას გამოაკლდება საშემოსავლო გადასახადი, საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესების მიხედვით და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებული საკომისიო გადასახადი გადარიცხვისთვის*. ზემოთ მოყვანილი მაგალითის თანახმად, მომხმარებლის ანგარიშზე გადაირიცხება 62.02 ლარი, 15.76 ლარი (შემოსავლის 20%) კი გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
* ჩვეულებისამებრ 1.00 ლარი.
|
|
დღის ფაილები
[SNIKERS...rno-N1.wmv
Presque-...en-rus.avi
[CsOnlin...-&-1.2.exe 
www.eXe....eat-v7.rar
Father-K...s-Best.avi 
World-Soccer.avi 
Need-For...ada.ge.rar
Hawaii--...&-Pete.wmv 
Windows-...y-gega.rar 
Medal-Of...-setup.exe
GPC-GGWDudeWMP.avi 
Dance-of...laves.divx 
TM-Battl...akdown.avi 
Twins-Je...&-John.wmv 
JP-&-Johan.mp4 
Pin-Ups-...hletic.avi 
DirtyTon...Fabian.mov 
Arpad-Mi...-Capra.avi 
seth-wales.wmv 
ArabMusc...arrif.divx 
|