რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
0.1.3
ULOAD.GE
ამჟამად ჩვენთან 1 370 ფაილია
საერთო მოცულობით 957 გიგაბაიტი
დღეს: 41 გადმოწერა, 1 ატვირთვა
ახლა საიტზე 42 მომხმარებელია
გამოყენების პირობები

ახალი ფაილები

Gero---Gangeba.mp3
kavkaz.mp4
[bollywo...u]Долг.avi
Shine-2n...ix-LC.aiff
Glee-s01e04.avi
Glee-s01e03.avi
default.htm
Alvin-an...an.su).rar
koka.jpg
IMG-2620.jpg
pixar.rar
შიგნითა-...იზაცია.avi
chachrilebi.mpg
apendektomia.AVI
DSC01273.JPG
DSC01273.JPG
DJ-wamod...us.Ge).mp3
Genataleeee.jpg
default.htm
default.htm

ვერსია: 20090225

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შეთანხმებას ვებ პორტალი ULOAD.GE-ს (შემდგომში "ULOAD.GE" ან "პორტალი") მენეჯმეტსა (შემდგომში "ULOAD.GE" ან "ჩვენ") და პორტალის მომხმარებლებს ("მომხმარებელი" ან "თქვენ") შორის.
1.2. პორტალის გამოყენებით, რაც მოიცავს ფაილების ატვირთვას, ჩამოტვირთვას, რეგისტრაციასა და სხვა მოქმედებებს, რის საშუალებასაც იძლევა ან მოითხოვს ეს პორტალი ("მომსახურება” ან "სერვისი"), თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

2. პორტალის აღწერა

2.1. ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ მომხმარებლებს შორის ფაილების გაცვლა, რისთვისაც ოპერირებას ვუწევთ პორტალსა და ფაილ-სერვერებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ჩართულია ინტერნეტში მაღალსიჩქარიანი შეერთებით. ჩვენი ვახორციელებთ მასალის ჩვენს სერვერებზე შენახვასა და მომხმარებლებისთვის ამ მასალის მიწოდებას, რაც არ გულისხმობს მასალის გაყიდვას. სერვერებზე შესაძლებელია როგორც ატვირთოთ ფაილები (შემდგომში "მასალა"), ასევე გადმოტვირთოთ სხვა მომხმარებლების მიერ ატვირთული მასალა ამ სერვერებიდან.
2.2. ჩვენს სერვერებზე შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი მასალა ამ დოკუმენტში მოცემული პირობების თანახმად. მასალის განთავსება და გადმოწერა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. განთავსებისა და გადმოწერის წესები და პირობები აღწერილია ამ დოკუმენტში. ტექნიკური და სხვა დეტალები კი პორტალის შესაბამის გვერდებზე.

3. მასალის განთავსება

3.1. პორტალზე იკრძალება უკანონო, შეურაცხმყოფელი, მავნე კომპიუტერული პროგრამების (ვირუსების) შემცველი და სხვა მსგავსი მასალის განთავსება.
3.2. პორტალზე ნებადართულია ისეთი მასალის განთავსება, რომელიც არ იკრძალება და რომელზეც გაგაჩნიათ ფლობისა და გავრცელების უფლებები, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას ან არ არღვევს ULOAD.GE-ს ან მესამე პირების უფლებებს.
3.3. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ პორტალზე მასალის განთავსებით
3.3.1. უფლებას აძლევთ ULOAD.GE-ს მიაწოდოს თქვენს მიერ განთავსებული მასალა პორტალის მომხმარებლებს და დაადგინოს მიწოდების პირობები და დეტალები.
3.3.2. უფლებას აძლევთ პორტალის მომხმარებლებს ჩამოტვირთონ და გამოიყენონ მასალა საინფორმაციო და არაკომერციული მიზნებისთვის თქვენთან შეთანხმების გარეშე და კომერციული ან სხვა მიზნებისთვის თქვენთან შეთანხმებით.
3.3.2.1. ნებისმიერი შეთანხმება მასალის გამოყენების შესახებ მიიღწევა უშუალოდ თქვენსა და მომხმარებელს შორის, ULOAD.GE-სგან დამოუკიდებლად და მისი ნებისმიერი ფორმით ჩარევის გარეშე.
3.4. ULOAD.GE არ იღებს არავითარ ვალდებულებას თქვენი ან მესამე პირების წინაშე პორტალზე თქვენი ან სხვა მომხმარებლის მიერ განთავსებული მასალის გამოყენებით, გამოუყენებლობით ან ამ შესაძლებლობის არსებობით, არ არსებობით ან შეზღუდვით მიღებული ზიანისთვის.
3.5. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს, თქვენთან შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე, ნაწილობრივ ან მთლიანად წავშალოთ თქვენს მიერ განთავსებული მასალა, თუკი ის ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ჩვენს მიერ დადგენილ წესებსა და პირობებს ან ლახავს ჩვენი, მესამე პირების ან საერთო უფლებებსა და ინტერესებს. მასალის წაშლა შესაძლოა განხორციელდეს წინასწარი შეტყობინებით ან შეტყობინების გარეშე.
3.6. მასალის მოწოდებას თქვენ თავად, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფთ, ჩვენს სერვერებთან ინტერნეტ კავშირის საშუალებით, პორტალზე წარმოდგენილი ატვირთვის გვერდიდან.

4. მასალის გადმოწერა

4.1. პორტალზე განთავსებული მასალა ხელმისაწვდომია გადმოსაწერად ნებისმიერი მსურველისთვის.
4.2. მასალის გადმოწერა და გამოყენება ხორციელდება მოცემული პირობებითა და პორტალის შესაბამის გვერდებზე განთავსებული ტექნიკური და სხვა დეტალების თანახმად.

5. რეგისტრაცია

5.1. რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და არ წარმოადგენს აუცილებლობას. მომსახურების მიღება, მათ შორის მასალის განთავსება და გადმოწერა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც.
5.2. რეგისტრირებულ მომხმარებლებს ეძლევათ გარკვეული პრივილეგიებითა და დამატებითი ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ შორის: ინფორმაციის მიღება მათ მიერ განთავსებული და გადმოწერილი ფაილების შესახებ, საკუთარი (განთავსებული) ფაილების მართვა, ვირტუალური ანგარიშების შევსება-გახარჯვა, შემოსავლის მიღება საკუთარი (განთავსებული) ფაილების გადმოწერიდან და ა.შ.
5.3. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის, ანგარიშებისა და სხვა დეტალების შესახებ, ასევე დეტალური წესები და პირობები ხელმისაწვდომია პორტალის შესაბამის გვერდებზე.

6. პორტალის არამართებულად გამოყენება

6.1. პორტალზე იკრძალება ისეთი მასალის განთავსება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება მასალის განთავსების წესებს.
6.2. იკრძალება უკანონო, თაღლითური და არაკეთილსინდისიერი ქმედებები, მათ შორის:
6.2.1. სხვისი ან საკუთარი ანგარიშების თაღლითური გზით შევსება.
6.2.2. კომპიუტერული, მათ შორის ვებ სკრიპტებისა და ხრიკების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშების შევსებას.
6.2.3. ანგარიშების შევსება სხვის კუთვინილებაში არსებული ტელეფონიდან, ტელეფონის მფლობელის ნებართვის გარეშე.
6.2.4. სხვისი რეგისტრაციის მონაცემების მოპარვა, მითვისება ან გამოძალვა და მათი გამოყენება მასალის ატვირთვის, გადმოწერის ან სხვა მიზნებისთვის.
6.2.5. ისეთი დასახელებების ფაილების განთავსება, რომელიც არ შეიცავს მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციას და/ან მომხმარებელს თავისი დასახელებით აწვდის მხოლოდ ამა თუ იმ ვებ-საიტის მისამართს და გამიზნულია ამ ვებ-საიტზე მომხმარებლის მოზიდვისთვის ან მისი მოტყუებისთვის.
6.2.6. მასიური ატვირთვები პორტალის მომხმარებლების ყურადღების მიპყრობის მიზნით.
6.3. ULOAD.GE-ს სერვერებზე ინახება (ლოგების სახით) თქვენს მიერ პორტალზე ჩატარებული ყველა ქმედება და თაღლითობის დაფიქსირების შემთხვევაში მიიღება შესაბამისი ზომები.
6.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გაფრთხილების გარეშე, უპირობოდ და უვადოდ შევუწყვიტოთ დამრღვევებს წვდომა ჩვენს სერვერებზე და სერვისებზე და/ან გავაუქმოთ მისი რეგისტრაცია მოცემული წესების თანახმად.

7. კონფიდენციალური ინფორმაცია

7.1. პორტალის გამოყენებით, თქვენს მიერ გენერირდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა თქვენი იდენტიფიკაციის ან რაიმე პერსონალური ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლეოდეს თქვენს შესახებ. ასევე, ჩვენ პირდაპირ ვიღებთ თქვენგან გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას პორტალზე რეგისტრაციისას და/ან ზოგიერთ სხვა შემთხვევებში. ნებისმიერ ინფორმაციას თქვენს შესახებ, პირდაპირ ან არაპირდაპირ მოწოდებულს, რომელიც თქვენი იდენტიფიკაციის, თქვენთან დაკავშირების ან თქვენს შესახებ რაიმე პერსონალური ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა და რომლის გამჟღავნებაზე თქვენ თავად არ გამოგითქვამთ თანხმობა ან რომლის საჯაროობა თანხმობის გარეშეც აშკარაა, მიიჩნევა კონფიდენციალურად.
7.2. ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ თქვენს სურვილს დარჩეთ ანონიმური და შესაბამისად ვეპყრობით თქვენს მიერ მოწოდებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ საიდუმლოდ ვინახავთ თქვენს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას, არ ვახმაურებთ და/ან გადავცემთ მას მესამე პირებს საზღაურის სანაცვლოდ ან მის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენი პირდაპირი ან არაპირდაპირი მოთხოვნის საფუძველზე დგება ამ ინფორმაციის გამხელის საჭიროება.
7.3. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გამოვიყენოთ კონფიდენციალური ან საჯარო ინფორმაცია სტატისტიკისთვის, შიდა მოხმარებისთვის, ან სხვა მიზნებისთვის, რაც გამორიცხავს თქვენს იდენტიფიკაციას და/ან კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელას მესამე პირებთან.
7.4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ამას მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს, კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლოა გადაცემულ იქნას შესაბამისი ორგანოებისთვის.
7.5. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა დავიცვათ თქვენი ანონიმურობა, არ ვიძლევით კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის გარანტიას და უარს ვაცხადებთ პასუხისმგებლობაზე ამ ინფორმაციის გახმაურების შემთხვევაში.

8. ბმულები

8.1. პორტალი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებსა და ბანერებს ინტერნეტის სხვა საიტებზე, მომსახურებებზე და პროდუქტებზე ან გაწვდიდეთ ინფორმაციას, რომელიც არ არის ან ირიბად დაკავშირებულია ULOAD.GE-სთან. ჩვენ არ ვაკონტროლებთ სხვა საიტებს და ამ საიტებზე წარმოდგენილ მომსახურებებსა და პროდუქტებს. შესაბამისად, ULOAD.GE არ არის პასუხისმგებელი ამ საიტების, მომსახურებებისა თუ პროდუქტების მართებულობაზე, საიმედოობასა თუ ხარისხზე.

9. წვდომისა და რეგისტრაციის შეწყვეტა

9.1. იმ შემთხვევაში, თუ მივიჩნევთ, რომ თქვენს მიერ დარღვეული იქნა მოცემული პირობების რომელიმე პუნქტი, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გაფრთხილების გარეშე, უპირობოდ და უვადოდ შეწყვიტოთ თქვენი წვდომა ჩვენს სერვერებზე და სერვისებზე და/ან გავაუქმოთ მისი რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში თქვენს ანგარიშებზე არსებული ერთეულები ავტომატურად ანულირდება.

10. პასუხისმგებლობა მესამე პირებთან

10.1. ნებისმიერი მასალა, რომელიც წარმოადგენს მესამე პირების საკუთრებას და თქვენს მიერ უკანონოდ იქნა განთავსებული ჩვენს სერვერებზე, შესაძლოა გახდეს დავის საგანი. ამ შემთხვევაში თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე.

11. არავითარი გარანტია

11.1. თქვენ თანახმა ხართ, რომ პორტალს და მასზე განთავსებულ მასალას გამოიყენებთ საკუთარი პასუხისმგებლობით. პორტალი, მომსახურება და ყველა მასალა თქვენს წინაშე წარმოდგენილია ისე, ”როგორც არის” (as is). და ULOAD.GE არ იძლევა რაიმე გარანტიას ან პირობას იმასთან დაკავშირებით, რომ პორტალი და მასზე განთავსებული მასალა უტყუარი, მართებული ან საიმედოა და რომ ეს მასალა წარმოდგენილია სრული ფორმით და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კომპიუტერიდან. აგრეთვე, არ ვიძლევით გარანტიას, რომ გადმოწერილი მასალა არ შეიცავს მავნე კომპიუტერული პროგრამებს (ვირუსებს) და არ დააზიანებს თქვენს კომპიუტერს.
11.2. ULOAD.GE არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიღებით, მიუღებლობით, დაგვიანებით მიღებით, მიღების შესაძლებლობით, შეუძლებლობით, პორტალზე განთავსებული მასალის გამოყენებით, გამოუყენებლობით, ამ შესაძლებლობების ქონის ან არქონის შემთხვევაში განცდილი ნებისმიერი ზიანის ან დანაკარგის შემთხვევაში, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, მაშინაც კი, თუ ჩვენ წინასწარ გვექნება მიღებული შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
11.3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პერიოდულად ან სამუდამოდ შევაჩეროთ და/ან შევცვალოთ პორტალი და შემოთავაზებული მომსახურებები ან მისი პირობები, საკუთარი შეხედულებისამებრ და თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში ULOAD.GE თავისუფალია თქვენს წინაშე ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან.

12. დასკვნითი დებულებები

12.1. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას პერიოდულად, შეტყობინების გარეშე შევცვალოთ გამოყენების პირობები. თქვენ კი იღებთ ვალდებულებას მომსახურების მიღებამდე ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების პირობებს. მიუხედავად იმისა, გაეცნობით თუ არა ამ პირობებს ან მასში შესულ ცვლილებებს, მომსახურების მიღებით თქვენ ავტომატურად და უპირობოდ ეთანხმებით ამ პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცვლილების შემდეგ თქვენ განაგრძობთ ჩვენი მომსახურების მიღებას, ამით ადასტურებთ თქვენს თანხმობას ცვლილებებთან დაკავშირებით.

eNews.Ge

დღის ფაილები

[SNIKERS...rno-N1.wmv
Presque-...en-rus.avi
[CsOnlin...-&-1.2.exe
www.eXe....eat-v7.rar
Father-K...s-Best.avi
World-Soccer.avi
Need-For...ada.ge.rar
Hawaii--...&-Pete.wmv
Windows-...y-gega.rar
Medal-Of...-setup.exe
GPC-GGWDudeWMP.avi
Dance-of...laves.divx
TM-Battl...akdown.avi
Twins-Je...&-John.wmv
JP-&-Johan.mp4
Pin-Ups-...hletic.avi
DirtyTon...Fabian.mov
Arpad-Mi...-Capra.avi
seth-wales.wmv
ArabMusc...arrif.divx

SET: 0.1538